კურსის მეშვეობით მიღებიული ახალი ცოდნიდან, ყველაზე დიდ გავლენას სწავლის პროცესზე იქონიებს სასწავლო პროექტებით სწავლება. მთავარია, პროექტი იყოს საინტერესო და ცხოვრებისეულ თემაზე აგებული და დიდი დოზით იქნეს გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც მოსწავლეებში აამაღლებს მოტივაციას.
ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით. მოდულში ნათლად ჩანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტანდარტის შესაბამისი მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების სწორად შერჩევა და სათანადო განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება.
მიმაჩნია, რომ ჩემი სასწავლო პროექტი არის რეალურ ცხოვრებასთან მჭიდრო კავშირში, რომელიც საჭიროებს მათემატიკური ფორმულების გამოყენების უნარებს, ასევე მონაცემების შეგროვებისა, მათი დამუშავებისა და შესაბამისი დასკვნების გამოტანის უნარებსაც. ვფიქრობ მოსწავლეები დიდი ინტერესით იმუშავებენ ამ პროექტის მიზნის მისაღწევად.
Comments
Post a Comment