ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით. მოდულში ნათლად ჩანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტანდარტის შესაბამისი მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების სწორად შერჩევა და სათანადო განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება.
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. დამანახა თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენება სასწავლო პროცესში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დასაუფლებლად.
Comments
Post a Comment